კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოკლედ: ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც შენს მოთხოვნაზე პასუხისთვის გვჭირდება. cookie-ებს არ ვიყენებთ და მონაცემებს არავის ვყიდით.

განახლდა:

ვინ ამუშავებს მონაცემებს

მონაცემებს ამუშავებს JB Dev, თბილისი, საქართველო.

რას ვაგროვებთ

შეკვეთის ფორმიდან: სახელს, email-ს ან ტელეფონის ნომერს, საიტის ტიპს და შენ მიერ დაწერილ აღწერას.

ფორმის გაგზავნისას ტექნიკურ მონაცემებსაც: IP მისამართის დაშიფრულ ჰეშს (თავად IP არ ინახება) და ბრაუზერის ტიპს (user-agent). ისინი სპამისგან დაცვას ემსახურება.

საიტის სტატისტიკისთვის: რომელ გვერდს ნახულობ, რომელი საიტიდან მოხვედი, მოწყობილობის ტიპს, ბრაუზერს, ოპერაციულ სისტემას, მიახლოებით ქვეყანას (დროის სარტყლიდან), გვერდზე გატარებულ დროს და სქროლის სიღრმეს. ვიზიტორი მხოლოდ ანონიმური ჰეშით ითვლება, რომელიც ყოველდღე იცვლება. ამ მონაცემებით შენი ვინაობა არ დგინდება.

cookie-ები

საიტი cookie-ებს და ბრაუზერში შენახულ იდენტიფიკატორებს ვიზიტორების თვალყურის სადევნებლად არ იყენებს, ამიტომ თანხმობის ბანერიც არ არის.

რისთვის ვიყენებთ

შენს მოთხოვნაზე პასუხისთვის და შეთავაზების მოსამზადებლად, სპამისა და ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად და საიტის გასაუმჯობესებლად. სარეკლამო დაგზავნისთვის მონაცემებს არ ვიყენებთ.

ვის გადაეცემა

მონაცემებს არავის ვყიდით და არ ვუზიარებთ. მათ მხოლოდ ის სერვისები ამუშავებენ, რომლებზეც საიტი მუშაობს: Railway (ჰოსტინგი), Neon (მონაცემთა ბაზა, სერვერი ევროკავშირში), Mailgun (ელფოსტის გაგზავნა) და Cloudflare Turnstile (სპამისგან დაცვა).

რამდენ ხანს ინახება

ფორმის მონაცემები ინახება, სანამ მოთხოვნა ან თანამშრომლობა აქტუალურია. მათი წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო.

შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვინახავთ, მათი გასწორება ან წაშლა, ან დამუშავების შეწყვეტა. თუ ფიქრობ, რომ უფლება დაგერღვა, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge).

კონტაქტი

მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნისთვის მოგვწერე: [email protected]