// ავტოსამრეცხაოსთვის

სამრეცხაოს საიტი ონლაინ ჯავშნითა და აბონემენტებით

კლიენტი ზარს აღარ ელოდება: თავისუფალ დროს საიტზე ირჩევს და ჯავშნის. შენ ყოველ ჯავშანზე WhatsApp-შეტყობინებას იღებ, კლიენტი კი დადასტურებას email-ით.

ფასი: ინდივიდუალური ფასი

სამრეცხაოს საიტი

ნაცნობი სიტუაციაა?

  • ტელეფონი მთელი დღე რეკავს, მანქანის რეცხვისას კი პასუხი ვერ ხერხდება.
  • ერთ საათში რიგია, მეორეში — ცარიელი ბოქსები.
  • აბონემენტები ქაღალდზე ან ცხრილშია და ვინ რამდენჯერ მოვიდა, ძნელი დასათვლელია.
  • რამდენიმე ფილიალი გაქვს და თითოეულს ცალ-ცალკე მართავ.

სამრეცხაოს საიტი

რას მიიღებ

  • ონლაინ ჯავშანი სლოტებით — ორმაგი ჯავშანი ბაზის დონეზე შეუძლებელია.
  • WhatsApp-შეტყობინება შენ, დადასტურება და კალენდრის ფაილი კლიენტს.
  • აბონემენტების გაყიდვა ბარათით, კოდი ავტომობილის ნომერზე მიბმული.
  • რამდენიმე ფილიალი ერთ სისტემაში, თითოეული საკუთარი განრიგით.
  • ცალკე ტარიფი კომპანიების ავტოპარკისთვის.
  • სამი ენა და Google-ისთვის მომზადებული გვერდები.

ავტოსამრეცხაო · საიტი + აბონემენტები

მსგავსი პროექტი

Xwash — საიტის ეკრანი

Xwash

რობოტიზებული სამრეცხაოს საიტი — აბონემენტები ბარათით და ორი ფილიალის მართვა.

Next.jsRailwayFlitt
საიტის ნახვა ↗

FAQ

კითხვები

შეიძლება მხოლოდ ჯავშნით დავიწყო, აბონემენტების გარეშე?

კი. ჯავშნის სისტემა დამოუკიდებლად მუშაობს; აბონემენტები და ბარათით გადახდა მოგვიანებითაც ემატება.

რა ხდება, თუ ორი კლიენტი ერთსა და იმავე დროს დაჯავშნის?

მეორე ვერ დაჯავშნის: სლოტი ბაზაში იკეტება, მას კი სია მაშინვე განახლებული უჩანს.

სამუშაო საათებს და დასვენების დღეებს ვინ ცვლის?

შენ, ადმინ-პანელიდან: საათები, სლოტის ხანგრძლივობა და დაკეტილი დღეები თითოეული ფილიალისთვის.

სამრეცხაოს საიტი

მოდი, შენს პროექტზე ვისაუბროთ

მოკლედ მოგვწერე, რა გჭირდება, და დეტალებს ერთად განვიხილავთ.

სხვა სერვისები